Tuesday 4 May 2010

:)

საოცარ განწყობაზე ვარ ახლა...
პრინციპში გუშინაც.
ვნახე სპექტაკლი ”One Short Step", რომელიც არის Oxford Playhouse-ის ძალიან ცნობილი სპექტაკლი და რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში და 3,4 და 5 მაისს აქვთ სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.
ეს არის 1 საათიანი სპექტაკლი საბჭოთა კავშირის და ამერიკის მიერ კოსმოსური რბოლების შესახებ. 2 მსახიობი, Olivier და Robin მთელ სულს და გულს დებენ სპექტაკლში და ნამდვილად არააა განებივრებული ქართველი მაყურებელი ასეთი კარგი სპექტაკლებით.
ხოდა გუშინ ვიყავი და მივიღე უდიდესი სიამოვნება.
დღეს ჰქონდათ 3 სააათიანი workshop სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მეც მივიღე მონაწილეობა. უდიდესი სიამოვნება მივიღე, აი უდიდესიიიიი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვარ და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაინც მაგარი იყო , ბევრი რამე ვისწავლე და გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კიდევ ერთხელ ვნახე ჩემს თავზე რაოდენ დიდი და უკიდეგანოა ადამიანის წამოსახვა და სადამდე შეიძლება გაწვდეს და ყოველდღიური თუნდაც უსარგებლო ნივთებით სხვა ბევრი რამ გააკეთო და სხვა მნიშვნელობა მისცე.
საოცარი ადამიანები არიან ოლივიერიც და რობინიც და არაჩვეულებრივი მსახიობები არიან!!!

3 comments:

Kate said...

ვააა... რა მაგარია. :)))

CinnamonGirl said...

თეატრში წასვლა მეც ძალიან მომენატრა...
მეც მარჯანიშვილში ვფიქრობდი, ოღონდაც ხვალ, დიდ დარბაზში. პიგმალიონი იქნება.
თუ იცი, კარგია?

Tiko said...

კი, ქეთი, ძალიან მაგარი თან! :)

დარიჩინის გოგონავ, აქებენ და ალბათ კარგია :)