Thursday 24 June 2010

...

სიმშვიდე მინდა, მინდა სადმე სიწყნარეში, სიმწვანეში, იქ სადაც ბევრი ბალახი და ჰაერია.
მინდა ჰამაკში ვიწვე სადმე მთაში, ბედნიერი სახით ვუსმენდე მუსიკას, ვტკბებოდე მთების სილამაზით, ყოველ დილას ღიმილით შევცქეროდე მზის ამოსვლას და საღამოს კი მზის ჩასვლას.

მინდა, რომ არ მქონდეს პრობლემები, რომ ჩემიანები ჯანმრთელად მყავდნენ, ვიყო ბედნიერი და ისეთივე მხიარული გოგო როგორც ადრე ვიყავი.

თურმე რა ძნელი ყოფილა ამ ყველაფრის მოპოვება, მხოლოდ მაშინ ვაფასებთ რამეს როდესაც აღარ გვაქვს და არა მაშინ როდესაც გვაქვს. თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ ერთ დროს, თუნდაც 1 დღით ან 1 საათით ან 1 წუთით, რა კარგი ყოფილა ბავშვობა, როდესაც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა, არ მქონდა პრობლემები, ვიყავი მშვენივრად და მეგონა, რომ სულ ესე იქნებოდა მარად ყველაფერი.

მაგრამ c'est la vie. ხან კარგი, ხან ცუდი, სულ კარგი ან სულ ცუდი ვერ იქნება, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო ვხვდები რაცაააა ცხოვრება და რეებსაც გვიმზადებს გზაზე...

დააფასეთ დაყვარელი ადამიანები და როდესაც ბედნიერები ხართ, დააფასეთ ყოველი წამი, წუთი და საათი.

პოსტს ვამთავრებ ოპტიმისტურად. ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთს უნდა და მე გულით, მჯერა და მწამს, რომ ჩემი დედიკო ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იქნება :)

4 comments:

Kate said...

აუ აი ყველაფერს ვფიცავარ, მეც მაგის მეტი სადმე ყოფნა თუ მინდოდეს რა.
მთაში დამსვა და მეტი არსად არ მინდა.

Tiko said...

ხოო, თან იქ როგორი სიმშვიდეა და სიწყნარე

Kate said...

ხო, ძალიან მაგარი.
სულ იქ მოგინდება ყოფნა.
მუსიკა და ჰაერი ერთად.

Keti said...

მაინც სულ შენთან იქნება...

მართალია, ყველა წუთი და წამი უნდა დავაფასოთ