Saturday 19 June 2010

untitled post

თავი მშვიდად ვიგრძენი ახლა... მუსიკამ მიშველა და რწმენამ, უპირველესად.
ვუსმენ ამ საოცარ ტრეკს და წარმოვიდგინე, რომ ვარ სადღაც მდინარის პირას და ვუყურებ წყლის დინებას, ჩამესმის წყლის ჩუხჩუქხი, ვხედავ მშვიდ და პატარა ტალღებს, ქარისგან რომ არის ხოლმე აი ისეთს... ვზივარ მწვანე ბალახზე, გვერდით მიდგას 1 ჭიქა წვენი და თან ამ მუსიკას ვუსმენ. ესააა Ludovico Einaudi, რასაც ახლა ვუსმენ, ფლეილისტში მთელი დისკოგრაფია ჩავყარე და ვტკბები. საოცარი მუსიკაა, მართლაც.

პ.ს. დარჩა 1 თვე და 7 დღე, დღევანდელი დღის გამოკლებით :)

ნეტავი ყველაფერი კარგად იყოს იქამდე და მერეც.

8 comments:

Kate said...

ოპერაციამდე???
აუ რომ იცოდე, როგორ მესმის შენი...
მამაჩემს სჭირდა იგივე. :((

Tiko said...

არა ოპერაციამდე არა, ოპერაციას არ აქვს აზრი, ტყუილად უნდა იწვალოს. და რო ამოიკვეთება მერე ისევ გაჩნდება ეს ოხრობა :(

ნიცაში მივდივარ 1 თვეში და 1 კვირაში და ერთი ეგ მიხარებს გულს :)

Kate said...

:((((((((((





უი რა მაგარია.
მე კიდევ იტალიის ვიზას ველოდები. მერე საელჩოში უნდა მივიდე და თუ გამიმართლა, წავალ 3 კვირით.

Tiko said...

ვაააჰჰ რა მაგარია :) იტალიის საელჩო ცოტა სტრანნია და ყველა საჭირო დოკუმენტი მიუტანე რო არ გაგიწყალონ გული.

Kate said...

იტალიაში ანუ სარდინიაში და არა შიგ იტალიაში, მაგრამ გამგზავრების მხრივ ერთი "ჩორტია".

აუუ... ძალიან მაგარია, მაგრამ რომ იცოდე, როგორ ვნერვიულობ, ვერც კი წარმოიდგენ.

Tiko said...

ვიზაზე ნერვიულობ? მეც მასე ვიყავი, მაგრამ რომ ჩამირტყეს მშვიდად ვარ :)

Kate said...

ხო, ვიზაზე ძალიან ვნერვიულობ.

Tiko said...

don't worry :)