Thursday 12 August 2010

French Riviera is truly unforgettable!

ჩამოვედი საქართველოში და ჩამოსვლისთანავე დავწერე ეს პატარა რამ და დავდებ აქ.

***
დღეს ჩამოვედი და მინდა ცოტა დავწერო ჩემი 8 დღიანი ვოიაჟის შესახებ.
მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს კარგი ადგილები, ლამაზი ადგილები და ულამაზესი ადგილები და French Riviera ამ უკანასკნელს განეკუთვნება.
მივხვდი, რომ უბანძეს ქვეყანაში ვცხოვრობთ... ამას ადრეც მივხვდი, მაგრამ ახლა უფრო შევიგრძენი.
მივხვდი, რომ ხალხი ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობს და არა ”არსებობს”...
მივხვდი, რომ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ჩემი სახლი მგონია და ეს საფრანგეთია.
მივხვდი, რომ ქვეყანაზე ბევრი ლამაზი ბიჭი და გოგოა.
მივხვდი, რომ მალე უნდა გავასწრო ამ ქვეყნიდან.
მიხარია, რომ ვიყავი და ვნახე რივიერა, შევიგრძენი ხმელთაშუაზღვის ნიავი, ვიყავი ჩემი აზრით, ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მსოფლიოში, გავიარე წითელ ხალიჩაზე, ვითამაშე კაზინო მონტე კარლოში პოკერი, ვნახე პრინცის სასახლე, ფეხით გავთელე მთელი ნიცა, ვნახე სად კეთდება შანელის მთელი პარფუმერია, გავეცანი სუნამოს დამზადების ტექნოლოგიას, ვიარე პატარა და ვიწრო ქუჩებში, ვნახე ის ფერადი სახლები, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი, ვჭამე ბევრი ბაგეტი, დავლიე ბევრი ყავა, ვიყიდე ბევრი რამე და მივხვდი, რომ ოცნებები სრულდება... ადრე თუ გვიან სრულდება და მთავარია სურვილი, დიიიიიდი სურვილი და ყველაფერი კარგად იქნება...
და მიხარია, რომ გავიცანი ჩემი ნათესავები, რომლებიც ასეთი კარგები არიან.
მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და შევიგრძენი.
მიხარია, რომ გავიცანი ისეთი მაგარი ბიჭი, რომლზეც აქ აღარ დავაკონკრეტებ და რომელიც არა და არ ჩანს ( მარა გამოჩნდება) :)))
ცხოვრება მშვენიერია, მართლაც რომ... ცუდთან ერთად არსებობს კარგი მომენტები, რაც აუცილებლად გვამახსოვრდება.
ბედნიერი ვარ, აი ეხლა მართლა ბედნიერი ვარ და მინდა იქ, სადაც ყველა ბედნიერია, გახარებულია და სხვა ფერებია და სხვა ცხოვრებაააა იმიტომ,რომ საფრანგეთი ჩემი ქვეყანაა და მთელი გულით მიყვარს ქვაც, კენჭიც, ნაგავიც, მიწაც, ბალახიც და მთლიანად ერი.
და ვიცი, რომ მე იქ აუცილებლად დავბრუნდები!
France, J'aime <3


აი ასე :)
მენატრება იქაურობა, ძალიან და ძალიან...

29 comments:

Anonymous said...

100% agree!!!

i miss you :*

Tiko said...

ჩემი დონალდააა :)

Kate said...

100 არა, მილიონი.
დიახაც, რომ მილიონპროცენტიანი თანხმობა ჩემგან.
შენ მაინც გეცოდინება მე რას ვიგრძნობ, როდესაც შენ ჩემს პოსტს წაიკიხავ ამ დღეებში.

შენი ბლოგის და გუშინდელი დღის მერე შენი სურათების ნახვის შემდეგ ერთი-ორად გვესმის მე და შენ ერთმანეთის.
და ერთი და იგივე გვიტრიალებს თავში.
შენში - საფრანგეთი, ჩემში კი - იტალია ბუდობს. იქაა ჩემი სამშობლო. მხოლოდ იქ!!!
წავალ მერე ინგლისში და მასზეც იგივეს ვიტყვი. რადგან ინგლისი და იტალია რაღაც ზეა ჩემთვის.

Tiko said...

ჩვენ შეგვრაცხავენ ერის მოღალატეებად და გადაგვასახლებენ აქედან და რა მაგარი იქნებაააა :)))) მოვითხოვთ თავშესაფარს ევროპაში! :))))))))))

Kate said...

ვაიმეეეეეე!!!!! ნეტავ შეგვრაცხონ!!!!!!!!!!

მერე მე ჩამოგაკითხავ ხოლმე პარიზსა და ნიცაში.
მერე შენ ჩამომაკითხავ ხოლმე რომსა და კალიარიში.
მერე შენ ვითომ ბრიჯიტ ბარდო იქნები და მე - სოფი ლორენი.
მერე შენ სოფი მარსო და მე - მონიკა ბელუჩი.




(მგონი გავრეკე)

Tiko said...

ჰაჰაჰაჰაჰააააააააააააა საღოლ :)))))))))))))) მაგრად ვიცინე :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Kate said...

კი. ეჭვი არ მეპარება. მეც ვიცინე.





(სატირალი რომ არ იყოს :D :D :D :D :D )

Tiko said...

არაუშავს, ჩვენ კიდევ მალე წავალთ :) მე მაგ იმედით ვარ :)

Kate said...

ეჰ...
შენ კი გყავს საფრანგეთში ნათესავები, მე ვიკითხო თორემ.

Tiko said...

ხოო, ერთი კვირა ხო მაინც შემიფარებენ :))))))

Kate said...

მე ეგ პრასვეტიც არ მაქვს.

Tiko said...

Rame iqneba :) hope dies last!

Kate said...

ეჰ რავიცი რავიცი.



არადა აქ ყველა მეუბნება რატომ არ გაყევი ცოლად იტალიელსო ცოლად.

Tiko said...

ანალოგიურად მე- ფრანგზე :))))))

Kate said...

ეჰ რა... :((((


არადა იმდენმა მითხრა ეგ და ახლა მართლა ისე ცუდად ვარ, რომ ცოტა დიდი დრო რმ მქონოდა, მართლა დავფიქრდებოდი ფიქტიურ ქორწილზე (კაკ მინიმუმ!!!!)

Tiko said...

მეც, მითუმეტეს რო მომეწონა იქ ბევრი :)

Kate said...

აუ ახლა ბათუმში მივდივარ კვირას.

სუფთა ზღვიდან ჭუჭყიანში რა მაგარია ხო??? :D

Tiko said...

მანდ სტრესში ჩავარდები :))))) რატო მიიდხარ :))))) მე შემომთავაზეს მაგრამ უარზე ვარ

Kate said...

დედაჩემს მარტო წასვლა არ უნდა და წამომყევიო.
"წამომყევი" თითქოს აგერ მეზობელთან ჩაის დასალევად მივყვებოდე :))))))

იმაზე დავითანხმე, რომ სარფში ვიაროთმეთქი, რომ შედარებით სუფთაში ვიბანავო.

Tiko said...

მანდ შედარებით უკეთესია, სარფში :)) კაი დრო ატარე შავ ზღვაზე :)) მაინც მშობლიურია :)))))))))

Kate said...

მაინც არ არის სხვა პრასვეტი და :D :D



ისე, ჩამოსვლის შემდეგ შენც გრძნობ თავს უცხოდ საქართველოში???

Tiko said...

კი, მასე ვარ მეც ...

Kate said...

ერთ-ერთთან გავწყვიტე კიდევაც ურთიერთობაც.
ნუ მამაკაცთან.

Tiko said...

უიჰჰჰჰ ...

Kate said...

ხო, გოგო, უაზრობა იყო და იმიტომ.

ხომ გეუბნები, უცხოეთში საოცრებები ხდება :D :D

Tiko said...

კი, იქ ყველაფერს უნდა ელოდო, ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს და მაგარია რაააა :)

Kate said...

ნამდვილად.


აუუუ, კალიარის სურათებში მტაგავენ... კიდევ მინდააააა!!!!!!

Tiko said...

წადი მერე :)))))))))))))))))))

Kate said...

კი, შენც უკვე თვითმფრინავშ ჯდები ხო???