Sunday 7 November 2010

Dream

ახლა ვუყურე ფილმს "Good Year", ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეს ფილმი.
ხოდა მივხვდი, რომ:
მთელი ცხოვრება მინდოდა მქონოდა სახლი პროვანსში...
აი ზუსტად ეგეთ ადგილას, ეგეთი სახლი, ძველი ფრანგული, მდიდრულად მოწყობილი.
ძველი ავეჯით და დიზაინით;
ვერანდა, მაგიდით, რომელზეც იდგება 1 ბოთლი წითელი ფრანგული ღვინო, ბოკალით და ლამაზად გაწყობილი სუფრით.
მექნება ფერადი და დიდი chateau;
ისე ნათლად მაქვს წარმოდგენილი ეს, თუ როგორ ვზივარ მოწნულ სკამზე, ვსვამ ამ არაჩვეულებრივ ღვინოს, იქვეა ჩართული დაბალ ხმაზე ფრანგული შანსონები, მე მუხლებზე მიდევს წიგნი, ნიავია და ფანჯარაში ფარდა ფრიალებს. მზე სადაცააა ჩავა და ოქროსფერი გადაჰკრავს არემარეს.

შემოდგომააა, ლამაზი და ტკბილი, ფერადი და თბილი.

ვიცი, რომ ოცნებები ხდება.

ასეთი სახლი თუ არ მექნება არასდროს, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრებდი ეგეთ ადგილას.
და თუ ასეთი რამ მართლა მოხდება, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები, მუხლებზე დადებულ წიგნს დროებით დავხურავ, ამ მოწნული სკამიდან უკან გავიხედავ და გადავხედავ ოქროფერ მინდვრებს და გავიფიქრებ, რომ მართალი იყო უოლტ დისნეი როდესაც ამბობდა, რომ ოცნებები ხდება და თუ ადამიანს შეუძლია ოცნება, მას მისი ახდენაც შეუძლია... მერე კი ნაზად დავლევ დიდი ბოკალიდან უგემრიელეს ფრანგულ სისხლისფერ ღვინოს, გავიღიმებ და გადავშლი წიგნს სხვა ოცნებების ახდენის იმედით.

7 comments:

OTO said...

კარგი ფილმია კარგი soundtrack - ით : )

Tiko said...

Mec dzalian momcons soudtrack-i :)

da karg xasiatze mayenebs zogadad egeti filmebi :)))

Kate said...

ეს ფილმი ისე მიყვარს. ისე ისე, მეტი რომ არ შეიძლება. ძალიან საყვარელი ფილმია.

Tiko said...

Usayvarlesia da ulamazesi, tbili ferebit :)

Kate said...

კი, ნამდვილად.

Tiko said...

:)

© said...

ვგიჟდები ამ ფილმზე!!! ფანტასტიური განწყობა მოაქვს