Tuesday 12 July 2011

Sweet summer days

თავსხმა წვიმააა გარეთ და ცოტა აგრილდა.
გრილი ნიავი შემოდის ფანჯრიდან და ფარდას აფრიალებს.
მიყვარს ზაფხულის წვიმა და მიწის სუნი... სველი მიწის სუნი, ასფალტისაც, ჰაერისაც.

***
დღეს კიკეთში ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ისეთი არაჩვეულებრივი სკოლა, როგორიც არის იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელი ან უბრალოდ კიკეთის სკოლა, როგორც ყველა მოიხსენიებს. მართლაც, რომ დიდი ბედნიერებააა მანდ სწავლა. ვინატრე, ნეტავ მეც პატარა ვიყო, აქ ვისწავლიდითქო :)

***

ჩემს წასვლამდე დარჩა 8 დღე (დღევანდელ დღეს აღარ ვთვლი), იმდენი რამ მაქვს მოსამზადებელი, საჩუქრები საყიდელი, ჩასალაგებელ-ჩასაბარგებელი და ა.შ.

***

მიყვარს ჩაი წელიწადის ნებისმიერ დროს, აი ამ დროს, ზაფხულში როდესაც წვიმს, გრილა - განსაკუთრებით. ყველაზე მაგარი სასმელია!!! განსაკუთრებით მიყვარს მწვანე ჩაი+ლიმონი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ისედაც მიყვარს.
მგონი ტრადიციად მექცა ბლოგის წერის დროს ჩაის დალევა :) ჰმ... საინტერესოა.
... და მიყვარს ჩემი ბლოგიც!

5 comments:

Kate said...

ისე მიხარია შენი ამბები, მეტი რომ არ შეიძლება. :ლავ:

Tiko said...

genacvale! :)

Kate said...

ხომ ჩაალაგე ყველაფერი???

მთავარი მაინც პასპორტი, ბილეთი და ფულია.

Tiko said...

ki chavlagdii :D

Kate said...

ოკ :))


ჩახვედი????