Saturday 29 August 2020

2020

ადრე თუ ვწერდი კვირაში ერთ პოსტს ახლა ვწერ 3 წელიწადში ერთხელ და მგონი მთლად კარგის მომასწავებელი არ არის ეს. თქვენ რას ფიქრობთ? თუმცა, დღეს უკვე იმდენი რამ არის საფიქრელი, სადარდებელი, იმდენი პრობლემაა რომ თქვენ კი არა მე აღარ მახსოვდა ამ ბლოგის არსებობა. შევუდგეთ მოკლე მიმოხილვას თუ რა ხდება ქვეყანასა ზედა. 2020 წელია, მეგობრებო. 2020! ახალი წელი რომ დგებოდა რაღაც გულში უცნაურმა გრძნობამ გამკრა და ისე ვერ შევხვდი ამ წელს როგორც ჩვეულად ვხვდები ხოლმე ოვაციებით და მილოცვებით და ეტყობა უნდა მიმვხვდარიყავი რომ საოცარი წელი არ იქნებოდა. ნიშანს, რომელსაც ყველა ვეძებთ ხოლმე, აი ის ნიშანი იყო. წელი დაიწყო ჩვეულებრივად. იანვარში სამოგზაუროდ წავედი ჩემს მეგობრებთან ერთად მაიამიში, 4 დღით, გადასარევი დრო ვატარეთ. მერე მოვიდა თებერვალი, მერე მარტის დასაწყისი და იმის მერე ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებით დაპაუზებულია. მარტის მერე ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა. ჩემნაირი ადამიანიც კი, რომელიც სულ სადღაც დადის და მოგზაურობს, გაჩერდა. ვკითხულობ წიგნებს, ვეძებ ინსპირციას, ვუყურებ ფილმებს, ვფიქრობ ხშირად რა მომწონს და რა მაბედნიერებს, რა მხდის კარგად და რა მხდის ცუდად. დრო მომეცა რომ ამერიკაში, როცა ამაზე ფიქრის დრო დიდად არასდროს მქონდა, ამაზე ვიფიქრო. მიყვარს ფიქრი. ფიქრში იბადება ჭეშმარიტებაო და ასეა. უფრო მეტად ვსწავლობ ჩემს თავს და მომწონს. მოკლედ მიმოხილვა ასეთია: - ცხოვრება, რომელიც ხანმოკლე მეგონა, უფრო ხანმოკლე მეჩვენა ვიდრე არის. ანუ დრო საოცრად სწრაფად გადის და ვერ ვაჩერებთ. - ადამიანები შეიცვალნენ. ძალიან შეიცვალნენ. ისე რომ ვერც ვცნობ ბევრს. ურთიერთობები გაცივდა, ხალხი გარობოტდა, ჩაიკეტა და დეპრესიაში ჩავარდა. ზოგს ფსიქიკამ უმტყუნა. ყველას ხომ არ შეუძლია თავის ხელში აყვანა?! - ადამიანებმა ნამდვილი სახეები გამოაჩინეს. - ის ადამიანები რომ მეგონა ჩემი ახლო ადამიანები იყვნენ, თურმე არ ყოფილან. უცბად გაუცხოვდნენ. - ადამიანები ყველაზე საშიში ცხოველები არიან დედამიწაზე და უნდა კარგად დავფიქრდეთ ვისთან ვიჭერთ საქმეს. - ცხოვრება მშვენიერი ყოფილა არადა რამდენ რამეზე ვწუწუნებდი. - მომენატრა ჩემს ადამიანებთან შეხვედრა, რესტორანში წასვლა, სეირნობა, ცხოვრებით ტკბობა, ცაში ყურება, მზის ჩასვლის ყურება, ოკეანის ხმები, ფერები. - დავაფასე ეს ზემოთხსენებული მარტივი რაღაცეები, რასაც ვთქვათ ასე არ ვაფასებდი. არადა ადამიანური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი ყოფილა ხოლო ბუნებაში ყოფნა კი ფასდაუდებელი. საოცარ დროს გვიწევს ცხოვრება, ჩვენი ბებია-ბაბუები მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდნენ და ჩვენ პანდემია ვერ გადაგვიტანია. როგორი სუსტები გავხდით ადამიანები. წარმოიდგინეთ, ახლა რომ მე-20 საუკუნე იყოს, არ იყოს სოციალური ქსელები, ინტერნეტი, ტელევიზია, მედია. ძალიან ძლიერები იყვნენ ჩვენი წინაპრები, საოცარი გაჭირვების გარდა რომ ტყვიებზე ეძინათ და ჩვენ სახლში ვერ გავჩერებულვართ რომ როგორმე ეს პანდემია გადავაგოროთ. არ მინდა დეპრესიული პოსტი გამომივიდეს. ბევრი რაღაც კარგიც მოხდა. როგორც ზევით აღვნიშნე, ჩემს თავს ბევრ დროს ვუთმობ, ვკითხულობ წიგნებს, ვუსმენ მუსიკას. ვფიქრობ ხოლმე რამდენი რამე მასწავლა ამერიკულმა ცხოვრებამ. ჩემი აზრით მთავარი რამ რაც აქ ვისწავლე არის თავის გადარჩენა. უფრო გავძლიერდი. უფრო მამაცი გავხდი. უშიშარიც და ცხოვრების აღარ მეშინია. ამასობაში, 35 წლის გავხდი. 35!!! ეს რიცხვი არანაირად არ არის ახლო ჩემთან. ვერ აღვიქვავ. არ ვიცი როგორ და რანაირად გავხდი ამდენის. ყოველთვის მინდოდს 35 წლის აღნიშვნა განსაკუთრებულად მაგრამ ამ წლის გადამკიდე ვერაფერიც ვერ მოვახერხე. ყველაზე მოსაწყენი დაბადების დღე იყო 35 წლის განმავლობაში. ყველაფრის მიუხედავად მე მიყვარს ეს ცხოვრება. ღმერთის მადლობელი ვარ რომ მაქვს თავზე ჭერი, საჭმელი და მამა ჯანმრთელად მყავს. მინდა მალე მორჩეს ეს უბედურება და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, უფრო მეტი ენერგიით, ძალებით და მიზნებით. მინდა მომეცეს შესაძლებლობა რომ ეს ცხოვრება მეტად დავაფასო. ბლოგსაც აღვადგენ. ჩემი ჩაითა და მუსიკით. ამ პოსტის საუნდრეკები: Cigarettes After Sex "K" Cigarettes After Sex "Apocalypse" Cigarettes After Sex "Sunsetz" თუ არ გსმენით ამ ჯგუფის და სიმღერების შესახებ, მოუსმინეთ. მე ხომ მუსიკაში კარგი გემოვნება მაქვს :)

No comments: