Saturday 28 June 2008

N: 100 : )

როგორი იყო ბოლო 1 კვირა ?

სრული საგიჟეთი ...

ზიხარ კომპთან და 1 ხელში ტელეფონის ყურმილი გიჭირავს, მეორეში მობილურს პასუხობ, თან მეილ წერ, თან საათს უყურებ, ვერ ასწრებ გადამეორებას, არადა თან მაგარი დაიღალე და უკვე მოგბეზრდა ყველაფერი, მაგრამ მაინც დგები და ჯდები მაგიდასთან, იღებ ქსეროქსებით სავსე ფაილს და სწავლობ, მერე პლიუსს უსვამ ფურცელზე, რომ დღეს რაც გათვალისწინებული გქონდა ისწავლე, მერე ჯდები ისევ კომპთან ცოტა ხანი, ამოწმებ სამივე მეილს, ვაი და რამე სიახლე ხო არააა, მერე მიდიხარ საღამოს და გიხსნიან რა არის ატიტუდი, ბრუნდები სახლში და იგებ ლიფტში რომ თურმე დამარწმუნებელი კომუნიკაცია აღარ გაქვს სასწავლი და სიხარულისგან ყვირიხარ "Yeaaaaaaaaah" , მერე იძინებ, მერე იღვიძებ, ისევ ჯდები და იწყებ სწავლას და ...

მერე მოდის გამოცდის დრო, წახვვედი და ჩააბარე და მინიმუმ 95 გარანტირებული გაქვს, გამოხვედი და კარგად ხარ რომ კიდევ ერთი გამოცდა გადაააგორე, რიგით ბოლოს წინა, იმედია გაქვს რომ 100–ს მიიღებ – რატომაც არა ? :)

მერე მოდიხარ სახლში და კარადაში ტენი უკვე ძველ ქსეროქსებს და გამოგაქვს ახალი... რატომ ? იმიტომ,რომ ბოლო გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და მერე დაისვენებ ... კარგად და გემრიელად. აღარანაირი გამოცდა, u are free :)

საათს მშვიდად დახედავ, მაგიდასთან რომ დაჯდები ქსეროქსებს აღარ დაინახავ, 5 რვეულს აღარ ატარებ, მშვიდად მოუსმენ მუსიკას, გახვალ გაისეირნებ და მშვიდად დაიძინებ და მაინც ... ამ გამოცდებსაც თავისი მუღამი აქვს .

ხვალიდან 5 მდე ისევ ესეთი რეჟიმი ...

და ეს მე– 100 პოსტი იყო ჩემს ბლოგში :)

and so many things left unsaid, they're just kept in my mind :)

Let them be there :)

3 comments:

sabaha said...

ვერ ასწრებ გადამეორებას, არადა თან მაგარი დაიღალე და უკვე მოგბეზრდა ყველაფერი, მაგრამ მაინც დგები და ჯდები მაგიდასთან, იღებ ქსეროქსებით სავსე ფაილს და სწავლობ, მერე პლიუსს უსვამ ფურცელზე, რომ დღეს რაც გათვალისწინებული გქონდა ისწავლე,

+1

ნაცნობი უახლოესი წარსული
მხოლოდ ჩემი ბაკალავრიატის
სულ ახლახანს მორჩა გამოცდები და უკვე მაგისტრატურის გამოცდებისთვის მეცადინეობა
უჟჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯას

Tiko said...

უიიიიიიიიიჰ ეგ არ გამახსენო, მაგისტრატურის მისაღებზე იმდენი ვიმეცადინე რომ ბოლი ამივიდა :)))) მაგრამ შედეგიც გამოიღო : უფასოზე მოვხვდი : )))) ტაკ შტო მიდი მიაწექი ! :)

Anonymous said...

Mapatie magram ra daamtavre mainc ver mivxvdi :)