Thursday 28 August 2008

ზაფხული მთავრდება ...

მიყვარს ესეთი საღამოები აი დღეს რომ იყო :)

როგორც ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემაა კუს ტბაზე : სად გავაჩეროთ მანქანა და როგორც ყოველთვის სულ გადატენილია იქაურობა, ბანძი მუსიკა, ხან კარგი მუსიკა, აი ბანძი ჰაუსი, თურქული ნარევებით მოკლედ საშინელი ...ყურები რომ დაგილპება ადამიანს აი ისეთი ...

ოფიციანტი, რომელიც 123456789 საათში მოვა და ყურადღებას მოგაქცევს და კიდევ 123456789 საათი უნდა ელოდო, რომ ის მოგიტანოს რაც შეუკვეთე, რაც გინდა და არა სხვა რამე. ამ ხალხთან ერთად რომ ვარ ყოველთვის ვამბობ რომ თურმე ინტერნეტის საშუალებითაც მეგობრდებიან გოგოები და აი ჩვენ ვართ ამისი მაგალითი. უკვე მგონი 2 წელიწადზე მეტია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, უამრავი საერთო გვაქვს და ძალიან კარგი მეგობრებიც გავხდით : )

ნინაკო მახსოვს კუკიაზე ვნახე პირველად მიცვალებულების დღეს : ))))))
თათა ჩვენს მშობლიურ მეხუთე კორპუსში, ქსეროქსები გადავაღებინე : )

ამის მერე ხან სად ვიკრიბებით, ხან სად, ვლაქლაქებთ ათას რამეზე, სულ ვღადაობთ : )

დღესაც მორიგი ასეთი დღე იყო, გრილი სიო აქნევდა ჩვენს თმებს საამურად

მერე ... მერე 1 საზიზღარი გოგო დავინახე, თავისი მეუღლითურთ ... კიდევ კარგი პირისპირ არ შემეჯახნენ თორემ არ ვიცი რას გავაკეთებდი : ))) ყველა ჩემი მეგობარი კი მიხვდება ვისზეა საუბარი... რატომ ვიყავი მაგ ადამიანის მეგობარი არ ვიცი, ვერ აამიხსნია ეს ფაქტი, ალბათ იმიტომ,რომ მაშინ არ იყო ისეთი სწერვა როგორიც ახლააა ... ღმერთმა კარგად ამყოფოს, ოღონდ ჩემგან შორს : )

ესაა ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც საერთოდ ოდესმე მქონია მეგობართან, არ ვარ საერთოდ კონფლიქტური ადამიანი, რომ ვინმეს ვეჩხუბო და საქმეები ვურჩიო,მაგრამ ვინმე ზღვარს თუ გადავა, აი კარგად თუ გადავა და თან როდესაც მე უდანაშაულო ვარ და მოდიხარ და ცუდ რაღაცეებს მეუბნები მე, მილანძღავ დაქალს, რომელიც ასევე არაფერ შუაშია, და ასე შემდეგ, ეს ყოვლად აუტანელია ! ამას მგონი არავინ მოითმენს ... არასდროს !

მე ის ვიცი, რომ ქუჩაში რომ შემხვდება მივესალმები, დღესაც პრინციპში რო შემხვედროდა გამარჯობას ვეტყოდი...

3–4 წლის წინანდელი ისტორიაა ეს ...

რითი დავიწყე და რითი ვამთავრებ :)

და საერთოდაც... ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მერე შევაჯამებ მთელ 3 თვეს : )

2 comments:

lei said...

მე არ ვიცი ეგ ისტორია, ხვალ გავიგებ :)

Tiko said...

როგორ არ იცი გოგო :))) შანსი არააა :)))