Thursday 14 August 2008

Sweet summer days

მმმ რაღაც მომინდა ჩემს ბლოგში რაღაცეების ჩაწერა :) რა დავწერო რა დავწერო და გამახსენდა რომ ამ ზაფხულზე არაფერი დამიწერია... ამ ომმა ყველაფერი გადამავიწყა : (

ტაკს :

დასვენების ადგილი : ბეთანია : )

ქეთო, მარიკუნა, მე და ჩვენი ლელუჩი ( ეს უკანასკნელი დამხმარე პირი იყო ჩვენთან)

ააააააააარაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, რასაც ჰქვია დავისვენე, რაც ასე ძალიან მინდოდა. 3 კვირა სრულ ნირვანაში გავატარე ბოლო დღეებს თუ არ ჩავთვლით ...

დილას ვიღვიძებდი 10–11 ზე ( თბილისში მაგ დროს უკვე შუადღეა ხოლმე ჩემი დროით), მერე ავდგებოდით, ლეეეელ გვშიაა და ჩვენი ლელუჩი გვახვედრებდა ყველაფერს რასაც მოვისურვებდით. თავიდან არ იყო მარი, ჩვენი გადარეული მეგობარი, რაც ეგ ჩამოვიდა მაგის მერე ვაბშე გავუბერეთ : )))

მმმ ... სვეცკური ჩაი, მე რულზე, დანასთან ერთად ძილი, ღამე გველანდებოდა ვითომ ვიღაც კაცი დადიოდა ოთახებში, რო წამოვხტებოდით აღმოჩნდებოდა, რომ ფანჯარა ჭრიალების ქარისგან, აგვიტყდებოდა სიცილი, რომელიც მინიმუმ საათნახევარი გრძელდებოდა, აი ყველაფერზე ვიცინოდით თან შუაღამეს, სრული ბჟირი : ))) მე და ქეთო ერთმანეთის გვერდით რომ ვწევართ აი არ არსებობს ეგრე რო არ დაგვემართოს, ყველას გავაგიჟებთ ვინც გვერდით მოგვიწვება, სრულ მშვიდ ადამიანსაც კი : ))))


შუაღამეს რო ვმღეროდი Chicago-ს "You are the inspiration"-ს და მე მეგონა ჩუმად ვღიღინებდი და თურმე ლამის ბავშვს გაეღვიძა : )))

რამდენია მარიკუნა 5+4 ? 9–3 ?
პეპი გრძელიწინდას ფონზე მე რეკლამის პრინციპებს რომ ვკითხულობდი
ბიზნეს გეგმა რომ დავსახეთ
ფეხები რომ კედელზე მელაგა და მუსიკას ვუსმენდი თვალდახუჭული და ფეხზე მეკიდა ყველაფერი და ამ დროს ჩემთვის ვარ და მარიმ სანთებელა მესროლა მზეზე ნადები და ზედ მუხლებზე რო ამიფეთქდა, ლამის მოსასულიერებელი რო გავხდი : ))))))

ქეთომ 3 ჯერ რო გადმომაგდო ლოგინიდან 1 ღამის განმავლობაში , ბოლოს ლამის იატაკზე დავიძინე : )))

ლელა რო გავაგიჟეთ : ))) მაგარი ვინმეები ხართო : )))

კიდევ ბევრი რამეა რასაც აქ არ დავწერ მაგრამ არ დამავიწყდება არასდროს : )))

გიჟების ხელში რო ჩავარდები ხდება რა ხოლმე : )))

ძროხის ამბები, გაჭყლეტილი ღამურა, ტურები და სინდიოფალები ...


მართლა მაგარი იყო ყველაფერი ! : )

2 comments:

sabaha said...

აააა მომენატრა ჩემს დაქალებთან დასვენებაააა

ერტად რომ ვართ ყველა :(
სულ ვიღაც გვაკლია ხოლმე :((
შარშანწინ იყო ეს სულ რამდენიმე დღით ...
მომენტრა ის დრო
ისეთი გამოშტერებული ღიმილით სახეზე წავიკითხე შენი ნაწერი , რომ ... )))

Tiko said...

მართლა მაგარია მეგობრებთან რო ისვენებ :) სხვა მუღამი აქვს : )