Wednesday 17 September 2008

Sometimes things ain't what they used to be

ახლა კალოს პოსტი წავიკითხე და გამეღიმა :)
ისე კარგად დაწერა ყველაფერი ...

მთელი დღეა მეც ამაზე ვფიქრობ, თუ რა მშვენიერია ცხოვრება :) აი ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია ... კმაყოფილი ვარ როგორც ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი მშობლები, ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, ხდება ბევრი სასიამოვნო რამ, უსიამოვნოც, თუმცა არაუშავს, ხდება ხოლმე. პრობლემები ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებენ, მთავარია ვისწავლოთ მათი გადაჭრის გზები და ხერხები.

ამის გამო თავში აგურები არ უნდა ვიხალოთ.

პირიქით, უნდა გაიღიმო (სანამ უფასოა ღიმილი) და დატკბე ამ ცხოვრებით. მეტი არაფერი შეგვრჩება ამ ქვეყანაზე, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ეს წლები ისე გავარდა საერთოდ ვერ მივხვდი ისე გავხდი 23ის და დანარჩენი წლები უფრო სწრაფად გავა და რამე არ დამრჩეს მოუსწრებელითქო. მოვასწრებ,მოვასწრებ :)

ადრინდელ პრობლემებზე ახლა მეცინება, ალბათ ასევე გამეცინება მერეც... ჰეჰ, საინტერესოა. ისე, რამდენი საინტერესო რამ არის ქვეყანაზე :) ძალიან ბევრი რამ.




უუუფფფ როგორ მიყვარს ჯარეტი, ვგიჟდებიიიიიიიიი !!!!!

No comments: