Monday 8 September 2008

კარგ mood-ზე დაწერილი პოსტი

მმმ მიხარია,რომ ბრიტანეთის საბჭოში ვბრუნდები ორშაბათიდან : ))) დღესაც რო გავუარე იქაურობას, ლამის შევედი, ძალიან მიყვარს BC :)

და ჩვენი დევიზი :

Be Successful !
Be Creative!
Make a difference !

ხოოო... ისევ დიპლომზე დავიწყე ფიქრი, დადგა სექტემბერი და შესაბამისად დროა, რომ რაღაცაზე ჩამოვყალიბდე,თორემ შემრჩება ხახვივით ეს წელიწადნახევარი და უდიპლომოდაც დავრჩები,რაც აშკარად არ მაწყობს.
თსუ–შიც უნდა მივიდე, მგონი რეგისტრაციაა საჭირო და საერთოდ არ გამომაგდონ ჯობია დროზე მივაკითხო იქაურობას : ))))

არადა ყელში მაქვს ამოსული, ადრე კარგი იყო ... მეექვსესთან თეა მხვდებოდა ხოლმე, მეორესთან ეკა, პირველის ეზოში კიდევ ვინ აღარ,უხვად ნაცნობები. ახლა ყველამ დაამთავრა და ვაბშე მაგარი სტრანნი საზოგადოება დაიარება იქ და საერთოდ აღარავის ვიცნობ იქ მგონი. ამიტომაც ჩემი უნიში სიარული ამ ბოლო პერიოდში მარტო ლექციებზე დასწრებას ნიშნავდა, მკიდია დანარჩენი.

ერთხელ ალბათ შევიკრიბებით მაგისტრატურის ჯგუფი და ეგაა და ეგ. ერთხელ კი უნდა შევიკრიბოთ გვინდა თუ არა : ))))

მიუხედავად იმისა,რომ ახლა წესით აგურებს უნდა ვირახუნებდეთ თავში მთელი ოჯახი,მე არანაირ რახუნს არ ვაპირებ, მაინც მჯერა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ის გამოქლიავებული კაცი თავისას მიიღებს, ასე რო იდამპლა.

ხო.. დღეს აღსარება ჩავაბარე და ეს ისეთი კარგი შეგრძნებაა, რომ ... : )

მე და თეას დედა სულიერი დები გავხდით : )))

მიყვარს ცხოვრება, აი ძალიან,ძალიან !

თან ისეთ მაგარ ტრეკებს ვუსმენ ახლა, გუშინ გიოს ფოლდერები გადავქექე და წამოვიღე მუსიკა, ქუჩაში მოსასმენად კარგია და აი დნცკ დნცკ ხასითზე რომ ხარ მაშინ,ახლავე ჩავყრი ჩემს ნაცრისფერ კაცში მუსიკებს და ჰერი–ჰერიიიიიიიიიიიიი , უფრო მელოდიურად ვივლი ქუჩაში : )))

5 comments:

sabaha said...

მენატრება უნივერსიტეტი :უსერ:
ძალიან
აი იმიტომ მენატრება, რომ ვიცი არ უნდა მივიდე
მაგისტრატურაზეც არ ვაბარებ წელს და :უსერ:

lei said...

"მიყვარს ცხოვრება, აი ძალიან,ძალიან !" - ეს განწყობა მენატრება, აი ძალიან , ძალიან :)

Tiko said...

ხოო... იცის მონატრება :( არადა ყველა სტუდენტი იმას ნატრობს,რომ დროზე დაამთავროს, რო დაამთავრებენ მერე ენატრებათ :)

ლეი,ღრმად გულში შენც გიყვარს, მჯერა : ))))

Anonymous said...

იმ ტრეკებიდან 1-2-ის სახელი დაწერე რა, მაინტერესებს : )

Tiko said...

G.Riedatz -Mode(original mix)

tiefschwarz-On up

swayzak CD 1, CD 2

tomcraft - boogie nights(lutcenkirchen mix)

და კიდევ ბევრი :)