Monday 13 October 2008

Yes !

ესეც კიდევ ერთი დღე უახლოვდება დასასრულს. ორშაბათი და ისიც 13, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი ამბებით იყო დახუნძლული, ნუ ჯერ 12ის ნახევარია და ყველაფერი კარგადააააააააააა .... შედევრია ეგ წიგნი !


იდეებს ვუყრი თავს, ისევ და ისევ ჩემი დიპლომი. რაც უცებ თავში მომივა ვიღებ ბლოკნოტს და ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს მერე, მოკლედ ჩამითრია ინტერნეტ კომუნიკაციების კვლევამ. კითხვარიც მოვიფიქრე უკვე,მაგრამ გადახედვაა საჭირო.


შაბათს თათიას და მირზას ქორწილია. უკვე ვგრძნობ,რომ კარგად აი ძალიან მაგრად გავერთობით :) თან ეკა ჩამოდის :)


ისე გემრიელად ვზივარ ახლა, აი ხანდახან რომ ინატრებს ხოლმე ადამიანი, ჩაის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა. საღამოობით მე,ჩაი და ჯაზი განუყოფელი ნაწილები ვართ :) რა ვქნა, ასე ვისვენებ. ამ 3 ნაწილს ემატება ხოლმე ან კომპიუტერი ან წიგნი. ჩაი,ჯაზი, მე და წიგნი – ეს ხო საერთოდ მშვენიერია :))) ტახტზე ვზივარ/ვწევარ ხოლმე გვერდით ბალიშებშემოლაგებული და დაბალ ხმაზე ხან რა გაისმის ხან რა. ამჟამად Michael Nyman "Franklyn" გაისმის და მეც კლავიატურას ვუკაკუნებ.

მიყვარს ცხოვრება, დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა გიო, გამარჯობა და როგორ ხარ–ის გარდა სხვა რამესაც რო კითხავ ისეთ ვითარებაში. ჩემი კარის მეზობლები იყვნენ მთელი 15 თუ 16 წელი, სულ ერთად გავიზარდეთ გიო,მარიამი,თამუნა და მე. თამუნა მერე მე მოვნათლე და დავნათესავდით კიდევაც :) ბევრი კაი დრო გვაქვს ერთად გატარებული, ახლა გამახსენდა მე და გიო ომობანას რომ ვთამაშობდით ... მე ერთ ლოგინზე ვიყავი გაწოლილი და წინ ბალიშები მედო ვითომ ბარიკადებია, გიო იქითა ლოგინზე და ერთმანეთს სათამაშოებს ვესროდით და ბახ ბუხ–ს გავიძახოდით. მერე ვითომ სახლი გვქონდა, ძირს ვაფენდით საბნებს და ვითომ ოთახები იყო სხვადასხვა და მოკლედ რას აღარ ვთამაშობდით. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, აი მთელი გულით და სულით, ტრუსიკის მეგობარი მაგაზეა ზუსტად ნათქვამი, მართლა ტრუსიკებით დავრბოდით ხოლმე ხანდახან :))))


ნეტა ცოტა ხნით იმ ძველ დროში დავბრუნდე ერთად რომ ვთამაშობდით ხოლმე, ქეთისთან და თიკოსთან ერთადაც, მერე ხან ეზოში ჩავდიოდით და იქ ვაგრძელებდით, მერე ჩემთან მოვიდოდა ყველა და "არწივობანა"–ს ვთამაშობდით, ადრეც მაქვს აქ ნახსენები ეგ თამაში.


ადრე რა მხიარული ეზო გვქონდა, ძალიან ბევრი ბავშვი ვიყავით, დღეს ალაგ–ალაგ თუ ვინმე ვინმეს დაუძახებს, რის წრეშიბურთზე და რეზინობანაზეა ლაპარაკი ... დრო მართლა ყველაფერს როგორ ცვლის. ბევრი რამე შეიცვალა, ზოგი წავიდა აქედან, ზოგი გათხოვდა, ზოგი გამოშორდა, ზოგი განარკომანდა,ზოგს ადამიანობა ისევ შერჩა, ზოგი ისეა, ზოგი ასე ... ეზო ისევ რჩება თავის ადგილას. უბრალოდ წლები გადის და თაობები იცვლება, ადრე ჩვენ ვთამაშობდით, ახლა სხვა ბავშვები არიან ჩვენს მაგივრად, მერე ისინიც გაიზრდებიან და მათი შვილები ითამაშებენ. მზიური და ზოოპარკი ისევ აქააა, ალბათ ისევ იქ გარბიან ბავშვები ( ჩვენ იქ ვიპარებოდით ხოლმე), ისევ არის უკან სტადიონი და ისევ თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს.

ისევ და ისევ ...

ამ თემას ისევ დავუბრუნდები და ისევ ბევრჯერ გამახსენდება თუ რა კარგი ბავშვობა მქონდა/გვქონდა. ისევ ღიმილით მოვიგონებ ამდენ კარგ ამბავს და ისევ გამიხარდება ამ ადამიანების ნახვა. იმიტომ,რომ ბავშვობის მეგობარზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერია, კარგა ხანია მივხვდი ამას. ძალიან თავისუფლად რომ ხარ და არაფრის გერიდება, იცი ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე და იმიტომ. დიდი ხანი რომ ვერ ვნახო და მერე შევხვდე ქუჩაში, იგივე ურთიერთობააა ზუსტად, ისევ ისაა და იცი ვინცააა.


ვისაც ასეთი მეგობარი ჰყავს ყველა მიხვდება რაზეც ვამბობ.

რა მაგარია, რომ ასეთი რამეები არსებობს. C'est la vie.

ამიტომაც მიყვარს...

და ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაზე დავდივარ, ვსუნთქავ და მყავს ასეთი კარგი მეგობრები!

No comments: