Thursday 13 November 2008

!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, უნდა აღვნიშნო, რომ აქ სწავლა სხვა არაფერია თუ არა დროის უაზროდ ფლანგვა, ფულის ყრა(ვინც ფასიანზეა) და იმის მაგივრად, რომ ცოდნით და ინფორმაციის დატენილი გამოხვიდე იქიდან, გამოდიხარ გამოდებილებული.

მრცხვენია, რომ თსუ–ში ვსწავლობ !

ესაა ადგილი, სადაც არავინ არაფრის აზრზე არააა, ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ, ყველაფერი ფეხებზე კიდიათ და სტუდენტების დაბოლებაში მაგრები არიან. ის ვერ გაიგეს, რომ ჩვენთან არ ბნელა და აზროვნება შემორჩენილი გვაქვს.

ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ ამ სამარცხვინო უნივერსიტეტს და ჩემი ფეხი მანდ აღარ იქნება აღარასდროს !

წავიდა ის დრო, ცოდნის ტაძარი რომ იყო თსუ.

ამ აზრზს ხმამაღლაც გამოვთქვამ დიპლომს რომ დავიცავ, ეს დღე თუ გვეღირსა ოდესმე !

6 comments:

Kate said...

ერთი ნორმალური სასწავლებელი არ გვაქვს რა...
შენ თუ ჩემი სასწავლებელი გაინტერესებს როგორია,ჩემთან შემოდი და ორი პოსტი წაიკითხე, სათაურებით "ჩემი სასწავლებელი: და "ჩემი სასწავლებელი 2".

Khatia Caroline said...

მე მანდ იურიდიულზე ნასწავლი ჰა ჰა პირველ ორ სემესტრამდე ცოტა წამეხმარა. ვგულისხმობ ცოტა აზრზე ვიყავი იურიდიული ზოგადი პრინციპების. ერთადერთი პიროვნება, ვიცი ლექციებიც მახსოვდა და გამომადგა, იმიტომ რომ მართლა ახსნა კაცმა (წიგნში ეგეთი რამეები არ ეწერა ;) ), და გაგვაგებია და თან გერმანული სისხლის სამართლის პრინციპებში ცდილობდა გავერკვიეთ.

მატრაბაზობის მეტი არაფერია თსუ (არ გამოვრიცხავ რომ გამონაკლისები არსებობენ). მემგონი თსუ-ში ზერელობას ვსწავლობთ და იმას, როგორ იყო დარწმუნებული, რა ’მაგარი’ ხარ. რომელი დააყენებს თავისი ლექციების და სწავლის მეთოდის სიკარგეს კითხვის ნიშნის ქვეშ? :)

როდის ამთავრებ თიკ? მაგაზეც არ იდარდო, მთავარია ჯანმრთელობა :)

Tiko said...

ქეთ, გეთანხმები,რომ ამ ქვეყანაში ნორმალური სასწავლებელი არ არის და მგონი არც იქნება ...

ხატია, წესით იანვარში მაქვს სამაგისტროს დაცვა, მაგრამ ახლა ინგლისური შემოგვტენეს გინდა თუ არა უნდა გაიაროთო 10 კრედიტი გაკლდებათო :( აქამდე სად იყვნენ ვერ გავიგე, ახლა რო გაახსენდათ ?!

მეც მყავდა 1–2 კარგი ლექტორი, რომლებიც ვთვლი,რომ მართლა სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის. და მიხარია, რომ მაგათ ლექციებზე სულ დავდიოდი :)

პერწკლი said...

uih :) მეც მანდ ვარ, მეც მაგისტრი ვარ და მეც რავიცი............
მაგრამ ჩემი სპეციალობა ერთადერთი მანდაა, სხვაგან არსად და მამენტ ჩემთან ცდილობენ რამე მასწავლონ :უსერ: ნუ ყველა არა მაგრამ....

*** said...

tsu-ze rasac ambob, principshi stsoria. mec vstsavlobdi mand, ogond axla masgitraturas sxvagan vagrdzeleb. tsu-shi ki ici ratom ar mimiges magistraturashi? imitom rom erti vikavi, sxvebi chaichrnen da erti kacistvis jgups ar gavxsnito :-))
asea tu ise, axla mainc vagrdzleb stsavlas chemi specialobit. sheidzleba idealistad mogechveno (var kidec :-)) magram mainc didi survili maqvs tsu-shi vAstsavlo sxvebs da imedia es droc mova :-))
mtavaria mondomeba, tsutsuni arapers shvelis. tsu-shi stsavlis dros davrtsmundi, rom studentta gaertianebul dzalisxmevas bevri ram sheudzlia. chveni specialobis xalxi sul ertad videqit da vagtsevdit chvensas. amas gisurvebt tqvenc :-))

Tiko said...

ბაკალავრიატში რო ვიყავი ჩვენც ერთად დგომით ბოლო კურსზე ბევრი გავიტანეთ,მაგრამ ამ მაგისტრატურაში ყველა თავისას ერეკება :(