Sunday 9 November 2008

Day trip in Mtskheta

დღეს კარგად ჩაიარა დღემ :)

ნინაკო,თეო, მე,თათა და ნათია ვიყავით მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე.

მას შემდეგ რაც ავარიას გადავურჩით ,მივაგენით მცხეთის ჩასახვევს და მამა გაბრიელის საფლავზეც ვიყავით, ვიგრძენით რომ მოგვშივდა. ხოოოდა, გადავწყვიტეთ, რომ სალობიე/მორესტორნო/არამთლადსახინკლისპონტ "ზავიდენიაში" შევსულიყავით და რასაც ჰქვია ერთი კარგად გვეჭამა. სადაც არ შევედით არსად იყო ადგილი. ამის შემდეგ იმედგაცრუებულები და ცარიელი კუჭებით წამოვედით თბილისში იმ იმედით, რომ აქ მაინც ვჭამდით რამეს. ჩამოვთვალეთ რა ქალაქ თბილისის კაფე–ბარები და მსგავსი ადგილები,ნათიას გააახსენდა, რომ არსებობს "თაღლაურა", ზუსტად ისეთი ადგილი სადაც ჩვენ გვინდოდა. მივედით მაგრამ ნოუ ადგილიოოოო, გადმოვედით "მაჭახელა"–ში, იქაც ნოუ ადგილი. არადა ისე გვშიოდა, ისე, რომ აი გონება რომ გაქვს გადაკეტილი :)))

ამასობაში ერთი 4 ჯერ დავარტყით კრუგი იმ მიდამოებს, ბოლოს პიზა მოგვინდა, პიცა კი არა ყველაფერზე ვიყავით თანახმა უკვე ისე ვიყავით :))) ამიტომ შევედით "ფიორინო"–ში და ისე გაგიჟებულები ვეტაკეთ პიცებს, რომ ერთი 10 წუთი ყველა ჩუმად იყო და ჭამდა :))))


მოკლედ, მაგარი იყო !

3 comments:

deka136 said...

tqven isini xom ar xart, tornike visac exmareboda mama gabrielze filmis gadagebashi? :-/


gushin miyveboda magaze...

Tiko said...

მმმ არა ...

deka136 said...

kargi :">