Sunday 23 November 2008

Weekend is over

ამ უიქენდმა არაჩვეულებრივად ჩაიარა :)

გუშინდელით დავიწყებ ანუ დღე პირველი :

"შემოიხედე გენაცვალე"–ში შეიკრიბა I ვ ჯგუფის უდიდესი ნაწილი( მათ შორის ანიც) და ჩემი მამიდაშვილი. ლეის წინა დღის ნათქვამი "თიკ,ჩავარტყათ"–ო 100 %–ით და მგონი გადამეტებითაც შევასრულეთ და სახლში სულ სიცილ–კისკისით დავბრუნდით :))

საღამოს ფრაზა : ქართველი ქალის მანდილი არაყში ცურავს :)))))

და კიდევ ათასი სისულელე ...


დღე მეორე :

დღეს მინი შეკრება გვქონდა გოეთეს ხალხის ანასთან სახლში,to be more presize ანას და მარის სახლში. ანას ტორტი გააკეთა და გემრიელი ნამცხვარი, i dare say, უგემრიელესი იყო ტორტიც და ნამცხვარიც :) ანას ოქროს ხელები აქვს !

მერე თაკომ აპარატი ჩაიგდო ხელში და მაიმუნობა დაიწყო, მეორე აპარატი ბექამ და ვინ ვის უღებდა ვეღარ გავიგეთ :) მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ ჩვენც და მიმიმაც (ძაღლი), რომელიც აქეთ–იქით დარბოდა.

გადავიღეთ ერთი სურათი,რომელსაც სახელი zusammen დავარქვით, როდესაც გადმომიგზავნიან (თუ გადმომიგზავნეს) აქ დავდებ :)))


ეს იყო და ეს :)


ხვალ ორშაბათი და ისევ ახალი კვირა ...

No comments: