Tuesday 4 August 2009

მე მიყვარს ზაფხულიიიიიიიიიიი

3 უმაგრესი დღე
სიმწვანეში, ხეებში, ბუნებში, წყალთან, ბალახთან, ჰამაკთან, მუსიკასთან და გართობასთან ერთად.
3 დღე ბავშვობაში, ძველი დროის გახსენებაში, ასოციაციებში, მოკითხვებში, ჭამაში და სმაში.
ასევე იყო გემრიელი,ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდები, უგემრიელესი მაწონი, მმმმ აი უგემრიელესიიი... და კიდევ სიცილი, კისკისი, ლუდი და არაყი (ლუდი მე არ მიყვარს, სხვები სვამდნენ) და ბევრი კარგი რამ.
აი ისეთი რამეები, საჭირო რომ არის. რომელთა გარეშეც არ შეიძლება არსებობა.
მადლობას ვუხდი ჩემს გრძელ ფეხებს, რომ არა ისინი, მე ვერ გადახატებოდი დიდ წუმპეებს და ტყლაპოებს :))) და პირველად გამომადგა ასე კარგად ჩემი ფეხები :)))))

ხვალ ბეთანიაში მივდივარ

:)

2 comments:

CinnamonGirl said...

შე ლოთო, ლუდი არ გიყვარს, ესეიგი არაყს ეტანებოდი ხო??? :)))
ბავშვობა, წუმპეები და ტყლაპოები მეც მიყვარს...

Tiko said...

აბა ლუდს ვერ ვსვამ და... :))))))))))))