Wednesday 20 January 2010

აი ჩვენი მედიცინაც ...

ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ექიმებს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ორივე ბებია ექიმი მყავდა, ნათესაობაში თითქის სულ ექიმები არიან და მეც შესაბამისად ასე თუ ისე ყველა საკითხში ვიყავი და ვარ გარკვეული. მაგრამ... დღეს რა სიტუაციაც არის სამედიცინო სფეროში ეს უკვე მართლა შემაშფოთებელია. როგორც ამბობენ, სანამ რაიმეს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე არ გამოცდი მანამდე ვერაფერს გაიგებო და ვეთანხმები 100 %-ით. ჩემს თავზე დაწერაზე თავს შევიკავებ, მქონდა ”ბედნიერება” ჩემს თავზე გადამეტანა რაღაცეები და მადლობა ღმერთს, შედარებით ნორმალური ექიმების ხელში აღმოვჩნდი და გადავრჩი. ახლა საქმე ეხება დედაჩემს.

დღეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მედიცინას აქ არაფერი ეშველება.
კლინიკაში, სადაც შედიხარ და გხვდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კედელზე უამრავი სერთიფიკატი და დიპლომი აქვს ჩამოკიდებული, ქალაქში ასეთი ცნობილია და ამავე დროს ვერ სვამს დიაგნოზს წესიერს... ან კიდევ ყველა გიქებს ამა და და ამ ადამიანს, გეუბნება ყველა თუ რა ნიჭიერი და თავისი საქმის მცოდნეა... მაგრამ მასაც შეეშალა.

დღეს, როდესაც საქმე მიდგა დედაჩემისთვის თვალის ოპერაციის გაკეთებაზე (საქმე ეხება თვალის ბადურას), აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ მოიძებნება ისეთი სპეციალისტი, ქირურგი, რომელიც თვალის ბადურაზე ნორმალურ ოპერაციას გააკეთებს და იმ ლაზერს თვალის მაგივრად ცხვირში არ დაუმიზნებს და ა.შ.

ქვეყნის სირცხვილია ასეთი ექიმები რომ არსებობენ და ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგათ ხელში ჩავარდნისგან...

ისე ვარ ახლა გაცოფებული, რომ უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ დავწერო და გადმოვცე აზრი...

No comments: