Monday, 18 January 2010

Review

ბოლო ხანებში მომხდარი ფაქტები თუ ამბები:
1. დედაჩემს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სასწრაფოდ.
2. ჩემი კომპი ცოტა ხნის წინ აფეთქდა, მაგრამ მაინხ გავაცოცხლე. ხვალ ან ზეგ წავიღებ გადაყენებლად და გასაკეთებლად.
3. ჩემი დიპლომი ჯერ არ დაბეჭდილა (!!!).
4. დავგეგმე ზაფხული, შესაბამისად დავჯავშნე სასტუმრო.
5. წავიკითხე კიდევ ერთი წიგნი. იასუნარი კავაბატას ”Snow Country"
6. გადავაგორე კიდევ შობა,ერთი ახალი წელი, თინაობა.
7. მივიღე საყვარელი საჩუქრები.
8. გადმოვწერე ბევრი ალბომი (უმეტესად დღეს) და ახლაც ვტკბები გემოვნებიანი მუსიკით.
9. გავატარე ბევრი კარგი დღე მეგობრებთან ერთად
10. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა.

და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და დავწერო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: ცხოვრება გრძელდება და ყურები და ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. არის ბევრი მომენტი, როდესაც უბრალოდ ყელში გაქვს ამოსული ადამიანს ყველაფერი და გეზარება და დაგრუზული ხარ და მიისწრაფი დეპრესიისკენ, მაგრამ გონება ამიტომაც გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ამ პოსტს ვამთავრებ ასევე ყველასთვის ნაცნობი ფრაზით:
ყველაფერი კარგად იქნება!
:)

4 comments:

Kate said...

ვცდილობ მჯეროდეს ხოლმე მაგ ფრაზის. :(((







კარგი რაღაცეები ჩამოწერე. მომწონს.

Tiko said...

თუ არ დავუჯერებთ მაგ ფრაზას, ჩვენთვისვეა ცუდი, ამიტომაც დაე გვჯეროდეს :)

pelagiaa said...

ხო ყველაფერი კარგად იქნება იმედია

თორემ ბოლო ხანებში ჩემს თავს ვერ ვცნობ, არ ვიცი ზამთრის ბრალია თუ ახალი წელი უღიმღამოდ შემოვიდა, ესოდენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი––მე ესე დათრგუნული ვარ :
მაგრამ ხვალ ახალი დღეა, ზეგ კიდევ უფრო ახალი და ყველაფრი მართლაკარგად იქნება!

Tiko said...

მართალი ხარ :)