Thursday 4 September 2008

Fucked up ...

მთელი დღეა თავი კინოში მგონია ...

უბრალოდ იმას დავწერ, რომ არასდროს არავის გამოატანინოთ არაფერი თქვენი ხელფასის ცნობით და არ ენდოთ მეგობარსაც კი როცა საქმე სესხს ეხება ...

თორემ ისეთივე კინოში აღმოჩნდებით,როგორშიც მთელი ოჯახი ვართ ახლა ...

There's nothing more to say ...

2 comments:

sabaha said...

აუ ეგრე ჩემი დის დაქალს რაღაც გამოუტანია ჩემი დის ცნობით და ჩვენ ეს არ ვიცოდით :))
ხოდა ერთხელაც ბანკიდან რეკავს ვიღაც გოგო და კითხულობს ჩემს დას, ამ დროს ჩემი და გერმანიაშია, ხოდა მეუბნება, რომ გადაეციო რო სასწრაფოდ ფული შემოიტანოსო, საკრედიტო ისტორია გაუფუჭდაო, არადა მე აზრზე არ ვარ რა სესხი რის სესხი და აი რა აღარ ვიფიქრე, მეთქი ჩუმად თუ გამოიტანა სად წაიღო, რას გვიმალავს, რაში სჭირდებოდა იმდენი თანხა, რომ მშობლებს ვერ სთხოვა და იმ საღამოს 15 000ჯერ მოვკვდი, თან დედაჩემს არ ვუთხარი, გული გაუსკდებოდა, ანგრიშზეც არ მქონდა რომ გერმანიაში ჩემს დას დავკავშირებოდი და ლამის გარდავიცვალე , ისიც კი ვიფიქრე ნარკომანი ხომ არ არისთქო :((
მეორე დღეს დავურეკე და მითხრა რაც ხდებოდა, ჩემი და აქ რომ არ იყო, მის დაქალს ფულის შეტანა დავოწყებია და ახლა საკრედიტო ისტორია აქვს გაფუჭებული ...
მე ოდესმე თუ ვიმუშავე დავაჯდები და დავაკვერცხებ ჩემს ხელფასის ცნობას.
რამდენი ვწერე
ჰუჰ
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად მესმის შენი :)

Tiko said...

დაახლოებით იგივე ხდება ჩვენთანაც ... არავის ვუსურვებ ესეთ საშინელ რამეს...

7 წელი შავი სიიდან ვეღარ ამოვალთ თან : (((((