Wednesday 10 September 2008

Rolling ...

Brad Mehldau-ს ვუსმენ ახლა, როგორ გადაგვაგდო მაგ კაცმა გაზაფხულზე მთელი ერი ... Paranoid Android-ზე სულ შარშანდელი ნოემბერი/დეკემბერი/იანვარი მახსენდება, ძალიან მქონდა ამოჩემებული მაგ ხანებში. მაინც როგორ ციოდა ზამთარში, მახსოვს სულ ჩაის სმაში ვატარებდი დღეს,რა მალე გავიდა დრო, აი ძალიან მალე ...


და როგორ არ მინდა, რომ დრო ასე სწრაფად გარბოდეს, ცოტა მოიცადოს, რა ეჩქარება ასე ?!

დრო, დრო, დრო ...

ჯეიმს ჯოისიო ... სტუდენტობასთან ასოცირდება ეგრევე, ჯოისი და მე–4 კურსი," ულისე"და "დუბლინელები", ჭაობში ჩაძირული დუბლინი, ხალხი, რომელსაც თავის დაღწევა უნდა ამ ჭაობიდან და ვერ ამოდის, მგონი ჯოისისებურ დუბლინს ვემსგავსებით ნელ–ნელა, რაღაც ნიშნები შეიმჩნევა ყოველ შემთხვევაში. მე ყოველთვის მერჩივნა "დუბლინელები" "ულისე"–ს და ახლაც მირჩევნია.

მერე "ჯაკომო ჯოისი" წავიკითხეთ, ნანომ რო მოხსენება გააკეთა და მაზიკამაც მგონი, კარგად მახსოვს ეგ დღე,"ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი"... მაინც რა გიჟებივით ვკითხულობდით, რა ტემპი გვქონდა აღებული, ან როგორ ვასწრებდით ... ჰმმმმ საოცარია :)

მიყვარს წიგნი,მიყვარს კითხვა,დოდო ღვალაძის სიტყვები მახსენდება სულ : თქვენ სხვანაირად კითხულობთო აწიო, სხვა თვალითო, სხვა კუთხით ... მართლაც ასეა, ადრე სულ სხვანაირად ვკითხულობდით, სწორი კითხვა გვასწავლეს ამის მართლა მადლობელი ვარ. რომ არა ლიტერატურაში გამოცდები ვინ წაიკითხავდა ამდენ სისულელეს, თუმცა ეს ახლაა სისულელე, იმ დროისათვის სულაც არ იყო სისულელე, პირიქით :)

ასეა თუ ისე, ჩემთვის განათლებული ადამიანი ყოველთვის ფასობს, წიგნი მაინც სულ სხვაა და ვერანაირი კომპიუტერი ახლოსაც ვერ მივა.

სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ გიჟურ რიტმში 1 კვირით ( მეტი არ მინდა)

რომ დავბერდები და პენსიაზე რომ გავალ, მერე ჩავუჯდები ხელახლა ჯოისს და ვნახოთ მერე როგორი თვალით შევხედავ :)





If dreams were we, I'd be the sea
And you're some crazy fishing man

საშინლად მომწონს ეს ფრაზა და სიმღერაც ...

2 comments:

lei said...

გიყვარდე მე, გიყვარდეს ჩემი ქოლგა..

ცხოვრობდე, ცდებოდე, ეცემოდე,ხარობდე, ქმნიდე სიცოხლეს სიცოცხლისაგან...

მიყვარს ჯოისი

ნამდვილად თიკ, კითხვა ვისწავლე, დავბრუნდებოდი სიამოვნებით და იქნებ წერაც.. როგორმე.. ეჰ:))

Tiko said...

აუ ლეიი ეგ ფრაზა მაგარიააა :))))

ჩემი ქოლგა : ))))))))

მართლა ეჰ...